გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
|
,,ტექნიკური მომზადება კალათბურთში’’
|
საგანი /პედაგოგი
|
სპორტი / ერვანდ ვარდერესიან
|
სწავლების საფეხური /კლასი
|
საბაზო საფეხური/VII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
7 მოსწავლე/კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
|
· გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ თანამშრომლობა და გუნდურად თამაში.
· დახვეწენ ბურთის ფლობის
ტექნიკას, მოქნილობას, სისწრაფეს.
|
გაკვეთილის მიზანი და
მისაღწევი შედეგები
|
სპ.VII-IX.4. მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
· მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
· დაუფლებულია სპორტის ძირითად სახეობებსა და სპორტულ თამაშებს;
· აქტიურად იყენებს მუსიკალურ თანხლებას და ცეკვის ილეთებს ვარჯიშის დროს (აერობიკა, რიტმიკა, სპორტული ცეკვა);
· შეჯიბრისა და ვარჯიშების წინ ასრულებს მოსამზადებელ
ვარჯიშებს;
· გონებრივი შრომით განვითარებული დაღლილობის შემთხვევაში, აღდგენის მიზნით უპირატესობას ანიჭებს აქტიურ დასვენებას (მოძრავი თამაშები, სახალისო სპორტული თამაშები და ა.შ).
სპ.VII-IX.6. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.
· გუნდური თამაშებისას იცავს დისციპლინას, არეგულირებს საკუთარ ქცევებს და ემოციებს, არ ჰყვება პროვოკაციას;
· ადეკვატურად აღიქვამს მოგებას და წაგებას, ზომიერია გრძნობათა გამოხატვისას;
· მოქმედებს სხვებთან შეთანხმებულად საერთო სპორტული მიზნის მისაღწევად;
· გულისხმიერად ეპყრობა სხვების მიერ
შეთავაზებულ იდეებს, ცდილობს გამოთქვას საკუთარი მოსაზრება;
მო
სწავლეს
|
წინარე ცოდნა
|
ü იცნობენ კალათბურთს როგორც სპორტის ერთერთ პოპულარულ სახეობას.
ü ზოგადად იცნობენ თამაშის წესებს.
ü შეუძლიათ ინტერნეტში კალათბურთის თამაშების შესახებ ინფორმაციების მოძებნა.
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
წინასწარ გაეცნობიან შეფასების სისტემას და კრიტერიუმებს
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
სპორტული დარბაზი, კალათბურთის ბურთი და სპორტული ფორმები.
სასტვენი, წამზომი.
კომპიუტერი, ინტერნეტი,
|
გაკვეთილის
მსვლელობა და
მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A/ფაზა გამოწვევა. (15 წთ)
აქტივობა 1. კლასის
ორგანიზება-კლასის მოწყობა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა.(5წთ)
აქტივობა 2. პრეზენტაციის
ჩვენება ( 5 წთ)
აქტივობა 3. მოთელვითი ვარჯიშები, სირბილი დარბაზი სგარშემო, პირდაპირ, გვერდზე მიდგმითი ნაბიჯებით, ზურგით წინ.(5წთ)
გაკვეთილის B/ ფაზა ცოდნის კონსტრუირება. (25 წთ)
აქტივობა 1. ბურთის გადაცემა ორი
ხელით, მკერდიდან.
(5წთ)
აქტივობა 2. ბურთის
გადაცემა ორი ხელით,
თავს ზემოდან (5წთ)
აქტივობა 3. ბურთის
გადაცემა ორი ხელით, იატაკიდან არეკლით (5წთ)
აქტივობა 4. სასწავლო თამაში. (10წთ)
გაკვეთილის c/ ფაზა რეფლექსია. (5წთ)
აქტივობა 1. დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო, ღრმაამოსუნთქვები ხელების დახმარებით.
აქტივობა 2. მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა.
|
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
გაკვეთილი ჩავატარე მე-7 კლასში. 7 მოსწავლიდან გაკვეთილს ესწრებოდა ყველა. თემად შევარჩიე ,,ტექნიკური მომზადება კალათბურთში“.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებითა და მიზნის გაცნობით. გამომდინარე იქიდან, რომ სპორტის გაკვეთილზე განმსაზღვრელი შეფასება არ იწერება და იწერება მხოლოდ ჩათვლა, შეფასების რუბრიკაც შევადგინე იმგვარად, რომ მოსწავლეებს გაეგოთ, რა შემთხვევაში მიიღებდნენ ჩათვლას და რა შემთხვევაში არა.
გაკვეთილის თემა შევარჩიე იმ მოტივით, რომ მოსწავლეებს ესწავლათ თანამშრომლობა და გუნდური თამაში, დაეხვეწათ ბურთის ფლობის ტექნიკა, სისწრაფე და მოქნილობა.
ბუნებრივია, გაკვეთილის ჩატარებამდე, ვიცოდი, რომ მოსწავლეები ფლობდნენ ინფორმაციას კალათბურთის, როგორც სპორტის ერთ-ერთ პოპულარული სახეობის შესახებ. ზოგადად იცნობენ თამაშის წესებს.
გაკვეთილის თემისადმი ინტერესის გაჩენის მიზნით, მოსწავლეებს ვაჩვენე პრეზენტაცია,სადაც ისინი გაეცნენ ინფორმაციას,თუ როდის ჩაეყარა საფუძველი სპორტის ამ სახეობას, ვინ იყვნენ გამოჩენილი კალათბურთელები და სხვა.
შემდეგი აქტივობები, როგორიცაა მოთელვითი ვარჯიშები, სირბილი დარბაზის გარშემო, პირდაპირ, გვერდზე მიდგმითი ნაბიჯებით, ზურგით წინ გამოვიყენე გამოწვევის ფაზაში, რათა მომემზადებინა
ისინი შემდეგი,ტექნიკურად შედარებით რთული აქტივობებისთვის.
გაკვეთილის მომდევნო ფაზაში, ანუ ცოდნის კონსტრუირების ფაზაში გამოვიყენე აქტივობა ბურთის გადაცემა ორი ხელით, მკერდიდან. ბურთის გადაცემა ორი ხელით, თავს ზემოდან ბურთის გადაცემა ორი ხელით, იატაკიდან არეკლით. ეს ყველაფერი ემსახურებოდა კალათბურთისთვის ტექნიკურ მომზადებას. ამის შემდეგ უკვე 10 წუთიანი სასწავლო თამაში გავმართე,სადაც მოსწავლეებმა გამოიყენეს ყველა ის ტექნიკა,რაც ისწავლეს გაკვეთილზე.
დასკვნით ფაზაში მოსწავლეებს შევასრულებინე დამამშვიდებელი ვარჯიში-სიარული მოედნის გარშემო, ღრმა ამოსუნთქვები ხელების დახმარებით, ამ აქტივობის მიზანი იყო ორგანიზმის ფუნქციის აღდგენა.
საშინაო დავალებად მოსწავლეებს მივეცი ენახათ კალათბურთის ვიდეოები და მოენიშნათ ყველა ის ტექნიკა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ვიდეოში. ეს დამეხმარებოდა შემდეგი გაკვეთილის შედეგიანად წარმართვაში, რაშიც ვგულისხმობ თვითონ კალათბურთის თამაშს.
საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, ყოველი აქტივობის შემდეგ ვაძლევდი მათ განმავითარებელ შეფასებას, რაც მათ მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებდა და ცდილობდნენ , რომ მეტად უშეცდომოდ ეკეთებინათ რასაც ვასწავლიდი.
გაკვეთილის მიმდინარეობისას ურთიერთობა მოსწავლეებსა და ჩემ შორის იყო კეთილგანწყობილი,
ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას, დისციპლინის მხრივ პრობლემა არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის გაკვეთილი იყო, მოსწავლეებთან
ქცევის წესების შეხსენება არ დამჭირვებია.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით,მოდიფიცირება არ დამჭირვებია, თუმცა ხარვეზად მივიჩნევ იმას, რომ მოსწავლეებს ზოგიერთი აქტივობა,მაგალითად სირბილი დარბაზის გარშემო, მოთელვითი ვარჯიშები ცოტა გაუჭირდათ,მალე დაიღალნენ,რაც განპირობებულია
მათი ცოტა ნაკლები ყურადღებით ჯანსაღი ცხოვრების მიმართ. ამასთან,ცოტა დაძაბულებიც იყვნენ,ჩემი აზრით შემფასებელი მასწავლებლების ჯგუფის გამო. სასწავლო თამაშის დროს გუნდურობა ზოგჯერ ავიწყდებოდათ, მიუხედავად,ჩემი ხშირი შეხსენებისა. მომავალში ამას გამოვასწორებთ.
აგრეთვე,მოსწავლეთა შეფასებისთვის დრო ნაკლები დამრჩა, რადგან განსაზღვრულზე
მეტი დრო წაიღო გამოყენებულმა აქტივობებმა,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მომავლისთვის.
ერვანდ
ვარდერესიან
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
მთავარი თემა
|
ფრენბურთი
|
საგანი/ პედაგოგი
|
სპორტი/ერვანდ ვარდერესიან
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური 10 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
7 მოსწავლე.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
· ადრე შესწავლილი ვარჯიშებისა
და უნარ-ჩვევების საფუძველზე ვუღრმავებ ცოდნასა და მოტორულ უნარ-ჩვევებს.
· აქტიურად და ხალისით მონაწილეობენ გაკვეთილზე და შეჯიბრების პროცესში.
· სრულყოფენ საკუთარ მიღწევებს.
|
გაკვეთილის მიზანი და
მისაღწევი შედეგები
|
დამოუკიდებელი სპორტული აქტივობისა და შემოქმედებითი მიდგომის სტიმულირება გაკვეთილზე და გაკვეთილების შემდეგ;
ფიზიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა;
ფრენბურთის ტექნიკისა და
ტაქტიკის სრულყოფა;
ფრენბურთში თითოეული მოსწავლის
ინდივიდუალური მომზადების შესაბამისი ფუნქციების განსაზღვრა;
მოსწავლეების ფსიქოლოგიური მომზადება და წვრთნის
შედეგების ანალიზის უნარის გამომუშავება;
მოსწავლეების საშეჯიბრო პროცესში მასიურად ჩაბმის მოტივაციის გაღვივება.
მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირიადი აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევა.
სპ.X-XII.3. მოსწავლეს შეუძლია გამოიჩინოს ინტერესი მის მიერ არჩეული სპორტის სახეობის მიმართ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამოხატავს განსაკუთრებულ ინტერესს სპორტის რომელიმე სახეობის მიმართ;
· ეუფლება სპორტის ამორჩეულ სახეობას და აღწევს გარკვეულ წარმატებებს კვალიფიციური მწვრთნელის დახმარებით და სისტემატური ვარჯიშით;
· მონაწილეობას იღებს სპორტულ შეჯიბრებებში.
სპ.X-XII.4. მოსწავლეს შეუძლია დაეუფლოს ყველა ძირითად და აუცილებელ მოძრაობით უნარ-ჩვევას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აქტიური ვარჯიშობით აუმჯობესებს ადრე ათვისებულ ძირითად მოტორულ უნარ-ჩვევებს;
· მონაწილეობს გუნდურ თამაშებში, როგორც გუნდის სრულუფლებიანი წევრი;
· დაუფლებულია ძირითად სპორტის სახეობებსა და სპორტულ
თამაშებს;
სპ.VII-IX.4.
|
წინარე ცოდნა
|
იციან თამაშის წესები, გადაადგილება, მოწოდება, ბურთის სამზე გათამაშება.
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსი
|
ფრენბურთის ბურთები, სასტვენი.
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი
|
გაკვეთილის მსვლელობა და
მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
გაკვეთილის მოსამზადებელი ნაწილი [10 წუთი]
1.ორგანიზაციული
საკითხები.
კლასის მოწყობა, მისალმება მიზნის გაცნობა.
2. დავაწყობ
სამ წყვილად. საერთო
მოთელვითი ვარჯიშები და სპეც მოთელვითი ვარჯიშები.
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
გაკვეთილის ძირითადი ნაწილი [30 წუთი]
ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება.
1. ბურთის
სამზე გათამაშება და ბადეზე გადაგდება.
2. ბურთის
ზემოდან პირდაპირ მოწოდება;
3. სასწავლო
თამაში წესების სრული დაცვით.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
გაკვეთილის დასკვნითი ნაწილი [5 წუთ]
1. დასამშვიდებელი ვარჯიშები
2. მოსწავლეთა შეფასება და საშინაო დავალების მიცემა მოიძიონ და დაწერონ ფრენბურთის ისტორია.
|
შეფასების
სქემა
კრიტერიუმი
|
პირობითი ჩათვლა
|
ჩათვლა
|
წარჩინებული ჩათვლა
|
საერთო ფიზიკური მომზადება
|
საშუალოზე დაბალი ფიზიკური მომზადება
|
საშუალო ფიზიკური მომზადება
|
მაღალი ფიზიკური მომზადება
|
თამაშის ფლობა და ტექნიკურ-ტაქტიკური მხარე
|
სუსტად ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკურ მხარეს
|
საშუალოდ ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკურ მხარეს
|
მაღალ დონეზე ფლობს ტექნიკურ-ტაქტიკური მხარეს
|
ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა
|
საშუალოდ ერთვება გუნდის თამაშში და ნაკლებად აქტიურია
|
ერთვება თამაშში აქტიურია
|
სრულად ჩართულია თამაშში ეხმარება თანაგუნდელებს
|
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
გაკვეთილი ჩავატარე მე-10 კლასში. გაკვეთილს ესწრებოდა 7 მოსწავლიდან ყველა მოსწავლე. თემად ავიღე ფრენბურთი. გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებითა და მიზნის გაცნობით. მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი შეფასების რუბრიკაც, თუმცა რუბრიკაში ფრაზა ,,არ ჩაეთვალა“ არ გამომიყენებია,ამის ნაცვლად გამოვიყენე ,,პირობით ჩაეთვალა“, ამასთან, დავამატე ფრაზა ,,წარმატებით ჩაეთვალა“. ამ გაკვეთილის შერჩევის მოტივი იყო მოსწავლეები კარგად დაუფლებოდნენ ფრენბურთის ტექნიკასა და ტაქტიკას. ასევე ამაღლებოდათ მოტივაცია ფრენბურთის საშეჯიბრო პროცესში. მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ თამაშის წესები, გადაადგილება, მოწოდება, ბურთის სამზე გათამაშება. გაკვეთილის დასაწყისში მოვაწყვე კლასი და ამის შემდეგ დავაწყვე სამ წყვილად. შევასრულებინე
საერთო მოთელვითი ვარჯიშები და სპეციალური მოთელვითი ვარჯიშები. ამ ყოველივეს მიზანი იყო მომზადება ფრენბურთის სათამაშოდ.
გაკვეთილის ძირითადი ნაწილში მოსწავლეებს ვაჩვენე პრეზენტაცია,სადაც დეტალურად იყო ინფორმაცია ფრენბურთის თამაშის წესების შესახებ. ამ პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს თვალსაჩინოდ ენახათ რა წესების დაცვაა საჭირო ფრენბურთის თამაშის დროს. ამის შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს ბურთის სამზე გათამაშება და ბადეზე გადაგდება, ბურთის ზემოდან პირდაპირ მოწოდება, რისი მიზანიც იყო სასწავლო თამაშისთვის მათი მომზადება. ყოველივე ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა შეასრულეს სასწავლო თამაში წესების სრული დაცვით.
გაკვეთილის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებს შევასრულებინე დასამშვიდებელი ვარჯიშები. ეს აქტივობა ემსახურებოდა ორგანიზმის ფუნქციის აღდგენას.
საშინაო დავალებად მოსწავლეებს მივეცი ინტერნეტში მოიძიონ და დაწერონ ფრენბურთის ისტორია.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით,ჩემი მხრიდან გეგმის მოდიფიცირებას ადგილი არ ჰქონია,თუმცა აქტივობებმა დაგეგმილზე მეტი დრო მოითხოვა,რაც დააკლდა შემდგომ შეფასებასა და საშინაო დავალების მიცემას. ( ეს ზარის შემდეგ მოხდა).
გაკვეთილზე მოსწავლეებსა და ჩემ შორის ურთიერთობა ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობასა და პატივისცემას. დაცული იყო ქცევის წესებიც.
გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნევ იმას, რომ მოსწავლეებს ზოგიერთი აქტივობის შესრულება ცოტა გაუჭირდათ, ხშირად ეფანტებოდათ ყურადღება,რაც განპირობებული
იყო შეფასების ჯგუფის გაკვეთილზე დასწრებით. ამან ცოტა დაძაბა ისინი,მიუხედავად იმისა, დამსწრე მასწავლებლები
აბსოლუტურად კეთილგანწყობილნი იყვნენ მათ მიმართ. ვიმედოვნებ,ეს ხარვეზი დროთა განმავლობაში გამოსწორდება.
ერვანდ
ვარდერესიან