სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის
,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის
საჯარო სკოლის სპორტული
კლუბის კურატორს
ე. ვარდერესიანს
ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის
----------------------------------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე
--------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ სპორტულ კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი: / /
თარიღი:
სსიპ. სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის
,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის სპორტული კლუბი ,,XXI საუკუნე“
კლუბის ხელმძღვანელი ორგანო
კლუბის კურატორი
წესდება
სპორტული კლუბი,,XXI საუკუნე“ არის სასკოლო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ს. კარწახის მე-7 -მე-10 კლასელ მოსწავლეებს.
კლუბის დევიზი
,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“.
1. ზოგადი დებულებები:
1.1. კლუბი
დაფუძნებულია სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის საჯარო
სკოლის მიერ.
1.2. კლუბი დაფუძნებულია ერთი
წლის ვადით.
1.3. კლუბს აქვს
სახელწოდება,ლოგო,დევიზი.
1.4. კლუბის იურიდიული მისამართია: ახალქალაქის რაიონი,
სოფელი კარწახი.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
1. სპორტული კლუბის მიზანია სკოლის მოსწავლეებში მსოფლიო სპორტისა და ფიზიკური კულტურის ჩამოყალიბება მოსწავლე ახალგაზრდობის შორის, რადგანაც ცნობილია: ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია.
2. კლუბის შინაარსში ჩადებულია გუნდური პრინციპები: ა) ბავშვების სისტემატიური ვარჯიშებით დაინტერესება, ბ) ყოველწლიური მომზადება სპორტული თანრიგების ასამაღლებლად. გ) აქტიური მონაწილეობა სასკოლო და არა მხოლოდ სასკოლო შეჯიბრში.
3. მოსწავლე მონაწილეობს ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებენ მის ჯანმრთელობას. უვითარდება სიყვარული და პატივისცემა მძლეოსნობის მიმართ. ა) მონაწილეობს პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში: ბ) რეგულარულად ასრულებს მისი ინდივიდუალური მიზნებიდან გამომდინარე ფიზიკურ აქტივობებს. გ) ვარჯიშის დროს იცავს უსაფრთხოების წესებს.
4. შემოქმედებითი უნარის განვითარება.
3. კლუბის სამოქმედო გეგმა:
3.1 კლუბის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმისა და დებულების გაცნობა და დამტკიცება. ( სექტემბერი).
3.2 მძლეოსნური სახეობების ტერმინოლოგია. (სექტემბერი)
3.3. ,,ნელი
სირბილი, სირბილი 4 X 100 მეტრზე,
ესტაფეტა. ( სექტემბერი-ოქტომბერი).
3.4 მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ესეების კონკურსი ,,მე რომ სპორტის მასწავლებელი ვიყო“.(ოქტომბერი)
3.5 სიგრძეზე ხტომისთვის მომზადება. სიგრძეზე ხტომა.
ნოემბერი).
3.6 სიმაღლეზე ხტომისთვის მომზადება, სიმაღლეზე ხტომა.
( დეკემბერი).
3.7 კლუბის
ლიდერის მიერ მომზადებული პრეზენტაცია მძლეოსნობის და გამოჩენილი მძლეოსნების ისტორიის შესახებ. ( თებერვალი)
3.8 ვიდეოჩვენება ,, ოლიმპიადა,მძლეოსნობა. ( მარტი)
3.9 ბადროს ტყორცნისა და ბირთვის კვრის
ტექნიკის შესწავლა. ( - აპრილი);
3.8 მხიარული შეჯიბრება ( მაისი,
ივნისი).
3.9 გასვლითი ღონისძიება ( ლაშქრობა, ექსკურსია...)
4. კლუბში გაწევრიანება:
4.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
4.2 კლუბის წევრი
შეიძლება გახდეს VII- XI კლასის
ყველა მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
4.3 კლუბის
წევრობის მსურველმა უნდა
მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით(
განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
4.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ
სკოლის სპორტის პედაგოგთან შეთანხმებით.
4.5 კლუბის წევრს
უფლება აქვს მიიღოს
ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის შესახებ.
4.6 კლუბის წევრი
ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის
საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები.
4.7 კლუბის წევრებს ეკრძალებათ იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის
ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
4.8 კლუბი პასუხისმგებელია მისი
წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
4.9 კლუბის წევრს
უფლებამოსილება უწყდება პირადი
განცხადების საფუძველზე,ასევე
კლუბის კრების საერთო
გადაწყვეტილებით, როდესაც მისი
საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის
მიზნებს და უხეშად
არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ
5. კლუბის სტრუქტურა,მართვა
და გადაწყვეტილებების მიღება:
5.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისაგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს 15 მოსწავლისა;
5.2 კლუბს ჰყავს
ლიდერი, რომელიც უხელმძღვანელებს კლუბის
საქმიანობას. კერძოდ:
ა) ორგანიზაციას გაუწევს შეკრებებს;
ბ) ხელმძღვანელობს სამუშაო გეგმის შემუშავებას;
გ) მოისმენს ყველას
აზრს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს.
5.3 ხელმძღვანელი თავის
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს კლუბის
საქმიანობას ერთპიროვნულად;
5.4 კლუბის საერთო
კრება უფლებამოსილია ხმათა
უმრავლესობით დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა,
დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე
ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
5.5 კლუბის ლიდერი
ირჩევა 1 წლის ვადით.
5.6 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის
ლიდერად შეიძლება არჩეულ
იქნეს 3 ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ სემესტრში 2 ჯერ,
გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო
კრება უფლებამოსილია,თუკი
მას ესწრება წევრთა
არანაკლებ ¾;
5.3 კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.
6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
6.1 კლუბის რეორგანიზაცია ( შეერთება,მიერთება, გამოყოფა,გარდაქმნა) ხორციელდება ამ წესდებით.
6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება
ა) სკოლის საერთო
კრების გადაწყვეტილებით;
ბ) მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
7. დასკვნითი დებულება:
7.1 პროგრამა წესდებასთან ერთად
ძალაში შედის კლუბის
საერთო კრების დამოწმების დღიდან;
7.2 პროგრამაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნას მხოლოდ საერთო
კრების გადაწყვეტილებით.
რეფლექსია
წლის
დასაწყისშივე,მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ
შემუშავდა სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის საჯარო
სკოლაში სპორტული კლუბის
დაარსების იდეა. აღნიშნული იდეა
გაჩნდა იქიდან, რომ დღეს დიდი
ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბუნებრივია,კლუბის
დაარსებისას ჩვენ წინასწარ გვქონდა შემუშავებული და გააზრებული,რა მნიშვნელობა ჰქონდა
სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას.გამომდინარე იქიდან,
რომ ცნობილია ფრაზა
,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, სპორტული კლუბის
დევიზიც ეს გახდა.
კლუბის
შინაარსი რომ საინტერესო ყოფილიყო ყველასთვის,ჩავდეთ
მასში გუნდური პრინციპები: ა) მოსწავლეების სისტემატიური დაინტერესება ვარჯიშებით, ბ) ყოველწლიური მომზადება სპორტული თანრიგების ასამაღლებლად, გ) აქტიური მონაწილეობა სასკოლო და სკოლისგარეშე შეჯიბრებებში. ამავე
დროს, მოსწავლეების მონაწილეობა ფიზიკურ აქტივობებში,რაც გააუმჯობესებდა მათ ჯანმრთელობას, განუვითარდებოდათ სიყვარული და პატივისცემა სპორტის იმ კონკრეტული სახეობის მიმართ,
რომელიც ამ შემთხვევაში ავირჩიეთ, ესაა
მძლეოსნობა.
წლის
განმავლობაში, კლუბის ფუნქციონირების დაწყებიდან, მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებდნენ გეგმით
გათვალისწინებულ აქტივობებში,ასევე
დაიცავდნენ უსაფრთხოების წესებს.
გარდა ამისა, შეტანილი გვქონდა ისეთი აქტივობაც, რომელიც ხელს შეუწყობდა მათ შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ესე:
,,მე რომ სპორტის მასწავლებელი ვიყო“.
ბუნებრივია შევიმუშავეთ კლუბის
სამუშაო გეგმა,სადაც
დეტალურად აღვწერეთ თუ რა უნდა
გაგვეკეთებინა წლის განმავლობაში.
დასაწყისში,პირველი შეხვედრა მივუძღვენით კლუბის
სამუშაო გეგმის და დებულების გაცნობას. აქვე
მათ განვუმარტე, რომ მათი სურვილის გათვალისწინებით სპორტის მრავალ სახეობათაგან ავირჩიეთ მძლეოსნობა ამ ეტაპზე, რათა
მეტი შეგვესწავლა მასზე,
როგორც თეორიულად,ისე პრაქტიკულად.
ბუნებრივია, დავიწყეთ მძლეოსნური სახეობების ტერმინოლოგიის გაცნობით, მოსწავლეებმა შეისწავლეს,რამდენი სახეობაა მძლეოსნობაში, რომ ყველა მათგანს აქვს სპეციფიკური ვარჯიშები და ვისაუბრეთ რამდენიმე მათგანზე.
შემდეგი აქტივობა სირბილი 4X100 მეტრზე
,ნელი სირბილი და სირბილი ესტაფეტა, საინტერესოდ წარიმართა.
შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურებოდა შემდეგი აქტივობა, რომელიც მასწავლებლის დღეს
მივუძღვენით. მოსწავლეებმა დაწერეს ესე ,,მე რომ სპორტის მასწავლებელი ვიყო.
ჩვენ
მიერ შესრულებული ყველა
აქტივობა კონკრეტულ მიზანს
ემსახურებოდა,ასეთი იყო,სიგრძეზე ხტომა,სიმაღლეზე ხტომა.
მიზანი კი იყო,
დაუფლებოდნენ როგორც სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომის
ზოგად ტექნიკას,ასევე,ყოფილიყვნენ ყურადღებით სიგრძეზე ხტომის
დროს და სიმაღლეზე ხტომის
დროს არ აეცილებინათ ხაზისთვის ფეხი
და სიმაღლეზე ხტომის
დროს ხტომა სწორად
შეესრულებინათ,ანუ მაკრატელის მოძრაობა, რაც გამოიხატება ხელებისა და ფეხების მაკრატელისებურ მოძრაობაში,სწორად
გაეკეთებინათ. როცა დაეშვებოდნენ, სწორად
დაშვებულიყვნენ და მიექციათ ყურადღება უსაფრთხოების წესებისთვის.
გამომდინარე იქიდან,
რომ სკოლის გარეთ
გვიწევდა მრავალი აქტივობის გაკეთება,არც სპორტული დარბაზი გვაქვს, ზამთრის თვეებისთვის გადავწყვიტეთ ჩვენი
კლუბის სამოქმედო გეგმაში შეგვეტანა ისეთი აქტივობები, რომლებიც არ მოითხოვდა არც სკოლის შენობიდან გასვლას და არც დარბაზის საჭიროებას, ამისათვის კლუბის
ლიდერმა იმუშავა პრეზენტაციაზე ,,მძლეოსნობისა და გამოჩენილი მძლეოსნების ისტორიის შესახებ“.
პრეზენტაცია საინტერესო გამოვიდა,ვინაიდან მოსწავლეებმა გაიცნეს ის ადამიანები, რომლებსაც დიდი
წვლილი მიუძღვოდათ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. ამ აქტივობამაც მიაღწია მიზანს,კერძოდ,მოსწავლეებში აღძრა
სიყვარული და პატივისცემა როგორც
სპორტის ამ სახეობის,ისე იმ ადამიანების მიმართ,
რომელთაც წარმატება მოუტანეს ქვეყანას ამ საქმეში.
საინტერესო იყო შემდეგი აქტივობა,კერძოდ,ვიდეოჩვენება-ოლიმპიადა,მძლეოსნობა. რომლის
მიზანიც იყო მოსწავლეებს მიეღოთ
ინფორმაცია რა სტატისტიკა დევს
სპორტის ამ სახეობაში წლების
მიხედვით, კურატორმა მათ უამბო,ასევე,
თუ რა მიღწევები აქვთ
სპორტის ამ სახეობის მესვეურთ.
იქიდან
გამომდინარე, რომ მოსწავლეებს უკვე
მძლეოსნობის რამდენიმე სახე
ჰქონდათ შესწავლილი, საინტერესო იყო მხიარული შეჯიბრება გუნდებს შორის. იმის ნაცვლად, რომ გამარჯვებული გუნდი
გამოგვევლინა,ამ ეტაპზე
ეს არ გამიკეთებია და ორივე გუნდის
თითოეულ მონაწილეს გადავეცი სამახსოვრო საჩუქარი.
ივნისის დასაწყისში მოვაწყვეთ გასვლითი ექსკურსია-ლაშქრობა, სადაც
საინტერესოდ ვისაუბრეთ განვლილი წლის
შესახებ,შევაჯამეთ ჩვენი
მუშაობა,ვისაუბრეთ ხარვეზებზე,დავსახეთ გამოსწორების გზები
და ერთმანეთს დავპირდით, რომ შემდეგ წელს,თუკი სკოლას
ისევ ეყოლებოდა სპორტული კლუბი,ბევრად საინტერესო გაგვეხადა ჩვენი
მუშაობა.
რაც შეეხება დამაბრკოლებელ ფაქტორებს,რასაც
შეეძლო გავლენა მოეხდინა ჩვენს
საქმიანობაზე,მოგახსენეთ იყო ამინდი და დარბაზის არქონა,ასევე მწირი
რესურსი, რაც სჭირდება აღნიშნული აქტივობების განხორციელებას. თუმცა,
ყველა აქ ჩამოთვლილი აქტივობის განხორციელაბა მაინც
მოვახერხეთ.
ჩემი
საქმიანობა მოსწავლეებთან ეფუძნებოდა კეთილგანწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას,სხვაგვარად გაგვიჭირდებოდა მიზნის
მიღწევა,თუმცა, კლუბის
მუშაობის პროცესში გამოვლინდა ხარვეზებიც, ხშირად
მიწევდა მძლეოსნობის ამათუიმ სახეობის შესრულების დროს
წესების შეხსენება და ზოგჯერ ყურადღება ეფანტებოდათ მოსწავლეებს,ასევე,
ინიციატივები მეტწილად ჩემგან
მოდიოდა და ნაკლებად მოსწავლეებისგან. ზოგადად,დასახვეწი იყო ჩვენი
საქმიანობა,თუმცა თანდათან ეს გამოსწორდება,ამის
ყველანაირი პოტენციალი არის
ჩვენს სკოლაში ადამიანური რესურსის მხრიდან.
ე. ვარდერესიან
სპორტული კლუბის მუშაობის შეფასება(მშობლის)
როდესაც შეიქმნა სპორტული კლუბი, ჩვენთვის,მშობლებისთვის მალევე გახდა ცნობილი. გამომდინარე იქიდან, რომ ვართ ეროვნებით სომხები,ვცხოვრობთ სომხურ სოფელში,ჩვენი შვილები სწავლობენ სომხურ სკოლაში, ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა ქართული დოკუმენტაცია, ამასთან სახლში უმრავლესობას კომპიუტერი და ინტერნეტიც არ გვაქვს, კლუბის შესახებ გავიგეთ მშობელთა საერთო კრებაზე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი შვილის ჯანსაღი ცხოვრება და, ბუნებრივია, დავწერე განაცხადი მისი სპორტულ კლუბში გაწევრიანების შესახებ, მით უფრო, რომ კურატორი უნდა ყოფილიყო ჩვენი სკოლის სპორტის მასწავლებელი,კვალიფიციური პედაგოგი,გულისხმიერი და ყურადღებიანი, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული გამოცდილი პედაგოგი ერვანდ ვარდერესიანი. არც შევმცდარვართ. ბატონი ერვანდ ვარდერესიანი ყოველთვის იყო ინიციატივიანი თვითონაც და მოსწავლეებსაც ეხმარებოდა ინიციატივებისა და იდეების რეალიზებაში. ყველა აქტივობა, რომელიც განხორციელდა, დაგეგმილი იყო მოსწავლეებთან ერთად თანასწორობისა და თანამშრომლობის საფუძველზე. დაცული იყო უსაფრთხოების ზომებიც,რასაც ბატონი ერვანდი თვითონ უზრუნველყოფდა.
მე, როგორც მშობელი, სპორტული კლუბის მუშაობას შევაფასებ დადებითად.
სპორტული კლუბის მუშაობის შეფასება ( მოსწავლის)
ვსწავლობ სსიპ სეროვბე ბენგოიან-ლევონიანის ,,ჯივანის“ სახელობის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში. ვარ საბაზო საფეხურის მოსწავლე. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ სკოლაში შეიქმნა სპორტული კლუბი და მშობლებმაც ეს გაიგეს მშობელთა კრებაზე, გადავწყვიტე გავმხდარიყავი ამ კლუბის წევრი.
სპორტული კლუბის კურატორი იყო ერვანდ ვარდერესიან. სკოლის სპორტის მასწავლებელი. გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგი.
მასწავლებელი ჩვენ ყოველთვის გვეხმარებოდა, რომ კლუბის მუშაობაში,იდეების ჩამოყალიბებასა და ინიციატივებში ჩვენ ვყოფილიყავით აქტიურები,თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ იყო ინიციატივიანი, მიუხედავად იმისა,ჩვენს არანაირ მოსაზრებასა და იდეას უყურადღებოდ არ ტოვებდა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა აქტივობა მან ჩვენთან ერთად დაგეგმა და განახორციელა.
ჩვენი მუშაობა წლის განმავლობაში ეფუძნებოდა ურთიერთთანამშრომლობასა და თანასწორობას. ჩვენ ერთობლივად ბევრი რამ გავაკეთეთ, კლუბმა ბევრი რამ მასწავლა, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მუშაობა შევაფასო დადებითად და გამოვხატო დიდი სურვილი მომავალშიც სპორტული კლუბის აქტიურად და დახვეწილად მუშაობისა.
Комментариев нет:
Отправить комментарий