პროექტი: ,,ვიცნობდეთ ჩვენი
სოფლის საამაყო ადამიანს“
სოციალური პროექტი.
პროექტის დასახელება: ,,ვიცნობდეთ ჩვენი სოფლის საამაყო
ადამიანს“.
სამიზნე ჯგუფი: მე-7, მე-10 კლასი.
პროექტის ხანგრძლივობა: 15/04/2018- 13/05/2018.
პროექტის ხელმძღვანელი: სპორტის მასწავლებელი: ერვანდ
ვარდერესიან
პრობლემის განსაზღვრა და აქტუალობა: სკოლაში ბოლო
პერიოდში გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები,განსაკუთრებით,პატარა ასაკის, საერთოდ არ იცნობენ
თავიანთი სოფლის მკვიდრის, პოეტისა და მოღვაწის, ჯივანის ღვაწლსა და დამსახურებას, ადამიანისა, რომლის სახელიც ჰქვია
სკოლას.
მიზანი: აშუღ ჯივანის შემოქმედებითი გზის,მისი ღვაწლის გაცნობით, მოსწავლეებს
აუმაღლდებათ პიროვნული და მორალური თვითშეგნება, ასევე ჩამოუყალიბდებათ დაფასების უნარი პოეტის და მოღვაწის მიმართ.
ამოცანები და განხორციელების გზები: მიზნის მისაღწევად
დაიგეგმა რამდენიმე აქტივობა: 1. მოსწავლეებისთვის აღნიშნული პროექტის შესახებ ზოგადი
ინფორმაციის (მინი ლექციით) გაცნობის შემდეგ, ჩამოყალიბდა ორი ჯგუფი. ერთს მიეცა დავალება
აშუღ ჯივანის, როგორც პოეტის შესახებ ინგორმაციის მოძიება, ხოლო მეორე ჯგუფს თემის,სკოლის
პედკოლექტივის დახმარებით ჯივანის, როგორც მოღვაწის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
2. ჩანაწერების გაკეთება.
3. მოძიებული მასალის შეჯამების შემდეგ დაიგეგმება ლიტერატურული
ღონისძიების ჩატარება, რომელზეც მოწვეული იქნება სკოლის პედკოლექტივი, მოსწავლეები,თემის
წარმომადგენლები, ჯივანის ნათესავები და ახლობლები.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კონკრეტული
და მიზანმიმართული წარმოდგენა მათივე სოფლის
მკვიდრის, პატივსაცემი პიროვნების შესახებ. დააფასებენ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი
ადამიანის ღვაწლს და ემახსოვრებათ იგი. გააცნობიერებენ მის დამსახურებასა და ღვაწლს,
ხოლო ჯივანის პოეზიის გაცნობის შემდეგ აუმაღლდებათ ესთეტიკური განწყობა და გემოვნება
პოეზიის მიმართ.
პროექტის განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები:
1.
პროექტის იდეის გაცნობა მოსწავლეებისთვის
2.
ვადა:
16/04/2018
პასუხისმგებელი პირი-მასწავლებელი.
3.
ჯგუფების მუშაობა
ვადა: 17/04/2018 დან 27/04/2018 მდე
პასუხისმგებელი პირი- მოსწავლე-მასწავლებელი
4.
მუშაობა შემაჯამებელი ლიტერატურული საღამოს სცენარსა
და ორგანიზებაზე
ვადა: 28/04/2018 დან 11/05/2018 მდე
პასუხისმგებელი პირი- მოსწავლე-მასწავლებელი.
პროექტის წარმართვისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,
ფოტოაპარატი, ჩანაწერების დღიური, კალამი,ტელეფონი, პროექტორი. ფურცლები,მარკერები,ფლიტჩარტები.
პროექტის მონიტორინგი: სისტემატიურად დავაკვირდები მოსწავლეების პროექტზე
მუშაობის სამზადისს, მივცემ მითითებებს,ახსნა-განმარტებას,მიმართულებას. საბოლოოდ კი
შევაჯამებ მათ მუშაობას, გავარკვევ,მიაღწიეს თუ არა მიზანს.
პროექტის შეფასების
კრიტერიუმები
N
|
კრიტერიუმი
|
1
|
2
|
3
|
1
|
პრობლემის განსაზღვრა
|
|||
2
|
ინფორმაციის მოძიება
|
|||
3
|
თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება
|
|||
4
|
საქმიანობის ორგანიზება
|
|||
5
|
შემოქმედებითობა
|
|||
6
|
საქმიანობის ანალიზი
|
|||
7
|
პრობლემის გადაჭრა
|
|||
პროექტის
თვითშეფასების კრიტერიუმები
N
|
კრიტერიუმი
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
შენიშვნა
|
1
|
პრობლემა რამდენად
აქტუალურია და დასაბუთებული
|
||||
2
|
მიზანი რამდენად
კონკრეტული,მიღწევადი,ნათელი და გაზომვადია
|
||||
3
|
რამდენად შეესაბამება
თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს
|
||||
4
|
განხორციელების
გზები რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას
|
||||
5
|
რამდენად რეალურია
აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
||||
6
|
რამდენად ლოგიკურადაა
აგებული პროექტის თანმიმდევრობა
|
პროექტის:
,,ვიცნობდეთ ჩვენი სოფლის საამაყო ადამიანს“ ( ჯივანი)
რეფლექსია
აღნიშნული პროექტის დაგეგმვა და განხორციელება დასახული მიზნის შესაბამისად წარიმართა. ეს მიზანი
კი იყო მოსწავლეებისთვის მათივე თანასოფლელის, ახალქალაქის რაიონისათვის კარგად ცნობილი
პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯივანის გაცნობა, რადგან გამოიკვეთა, რომ მის შესახებ
მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა არაფერი იცოდა,არადა,ისინი სწავლობენ მისი სახელობის
სკოლაში.
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი აქტივობები წარიმართა
გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად. მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა მოიძია ინფორმაცია ჯივანის,
როგორც პოეტის შესახებ, ხოლო მეორე ჯგუფმა შეაგროვა მასალები ჯივანის საზოგადოებრივი
საქმიანობისა, მისი პიროვნული თუ პროფესიონალური ღირებულებების შესახებ. ესაუბრებოდნენ
იმ პედაგოგებს, რომლებმაც კარგად იცოდნენ ჯივანის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები
და უემოციოდ ვერც იხსენებდნენ მას. მათ ასევე გამოკითხეს თანასოფლელები, უფროსი თაობის
წარმომადგენლები, რომლებმაც ბევრი რამ იცოდნენ ჯივანის ცხოვრების შესახებ, მისი პიროვნული
და ჰუმანური თვისებები და მისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. განსაკუთრებული შთაბეჭდილება
გამოიწვია ჯივანის შემოქმედებამ.
პროექტის შემდეგი ნაბიჯი იყო ჯივანისადმი მიძღვნილი
ღონისძიების სცენარის მომზადება. გადაწყდა, რომ ღონისძიება ჩატარებულიყო ჯივანის სახელობის
მუზეუმში, რომელიც დგას სოფლის ცენტრში. ღონისძიება გაიმართა 14 მაისს. შინაარსობრივად
საინტერესო და ემოციურად დატვირთულმა ღონისძიებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე
საზოგადოებაზე. მოსწავლეებმა გამოავლინეს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა მისი პოეტური შემოქმედებისა.
მათ გამოსვლაში ორგანულად იგრძნობოდა ჯივანის პოეტური სამყაროს გათავისება. მთელი სცენარი აგებული იყო აშუღ ჯივანის
პოეტურ მოტივებზე. გაჟღერდა მისსავე ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროექტით მოსწავლეებს მართლაც
განუვითარდათ ისეთი ადამიანებისადმი პატივისცემის გრძნობა, როგორიც გახლდათ ჯივანი.
ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული და საინტერესო იყო. შემოქმედებითმა საღამომ კი ესთეტიური
სიამოვნება მიანიჭა არა მარტო მოსწავლეებს,არამედ მოწვეულ სტუმრებს. ღონისძიების ბოლოს
სტუმრებმა არ დაიშურეს სამადლობელი სიტყვები.
პროექტი: ,,თამბაქო
მავნებელია“
პროექ:ტის იდეა:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ რა მავნე ზემოქმედება შეუძლია თამბაქოს ადამიანისთვის.
პროექტის აქტუალობა:
დღესდღეობით საკმაოდ დიდი მაჩვენებელია თამბაქოს მომხმარებელთა, განსაკუთრებით,ეს იგრძნობა
მოზარდებში. მათ არ შეუძლიათ იმის გაცნობიერება, რომ მარტო თავიანთ ჯანმრთელობას კიარა,გარშემომყოფების
სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან ამით.
პროექტის მიზნები:
მოზარდები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს, გააცნობიერონ
ეს და არა მარტო უარი თქვან ამ მავნე ჩვევაზე,იბრძოლონ მის წინააღმდეგ, პოპულარიზაცია
გაუწიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ასაკობრივი ჯგუფი:
მე-9- მე-10 კლასის მოსწავლეები.
პროექტის ვადა:
16 მაისი- 13 ივნისი.
პროექტის ამოცანები:
გამოიკითხონ სოფელში რამდენი ადამიანია მწეველი და მოახდინონ
აღრიცხვა
დაამზადონ ბუკლეტები თამბაქოს მავნებლობის შესახებ და
დაარიგონ სოფელში;
მოაწყონ აქცია: ერთი კანფეტი თამბაქოს ნაცვლად: ,,ეს
უკეთესია“.
შეხვდნენ სოფლის
ექთანს, რომელიც ესაუბრება თამბაქოს მავნებლობის შესახებ;
დასკვნით დღეს დაამზადონ ბურთები,თამბაქოს ანტირეკლამით
და მიამაგრონ ხეზე. სიმბოლურად დამზადებილი თამბაქო ფრანით გაუშვან ჰაერში, დაამზადონ
პლაკატები თამბაქოს ანტირეკლამით.
პროექტის მოსალოდნელი
შედეგები: პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს და მოსახლეობას,მიიღონ
მეტი ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ, გააცნობიერონ,რა მავნე ზემოქმედებას
ახდენს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი, ტელეფონი, ბურთები,ფრანი, ფერადი ქაღალდები,მარკერები,
კომპიუტერი, ფლიტჩარტები.
პროექტის განსახირციელებლად
საჭირო საქმიანობები:
სამიზნე ჯგუფის შეკრება;
სამიზნე ჯგუფისთვის პროექტის მიზნის გაცნობა.
ინტერვიუს აღება მწეველებთან
აქციის მოწყობა სახელწოდებით ,,ეს უკეთესია“;
სოფლის ექთანთან ვიზიტი.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სპ.VII -IX.1. მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, როგორც ფიზიკური
და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.
·
აღწერს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ფსიქოაქტიური
ნივთიერებების - ნარკოტიკების, ალკოჰოლის, ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და თამბაქოს მოხმარება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მის
სოციალურ სტატუსზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ერვანდ ვარდერესიან
პროექტის რეფლექსია
პროექტი ,,თამბაქო ვნებს ჯანმრთელობას“ დაახლოებით ერთი
თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული თემის შერჩევა განპირობებული იყო იმით,
რომ საქართველოში უკვე საგრძნობლად იმატა მწეველთა რიცხვმა,განსაკუთრებით საგანგაშოა
მოზარდებში ეს ფაქტი, რომლების არა მარტო თავიანთ ჯანმრთელობას,გარშემომყოფების სიცოცხლესაც
საფრთხეს უქმნიან.
საქმიანობის დაწყებისას შევთანხმდით მიზანზე,აქტივობებზე,
სავარაუდო შედეგებზე. მოსწავლეებთან ერთად მოხდა დავალებების გადანაწილება.
მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა სოფელში, თუ რამდენი
ადამიანია მწეველი და რას ფიქრობენ ისინი, როგორ შეიძლება თამბაქოზე უარის თქმა,რა
თქმა უნდა ისინი აცნობიერებენ, რომ მავნებელია თამბაქო,მაგრამ ვერ ანებებენ თავს.
მოსწავლეები ეწვივნენ სოფლის ექთანს, რომელმაც ამომწურავი
ინფორმაცია მიაწოდა მათ თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
საინტერესო იყო მოსწავლეთა მიერ მოძიებული ვიდეოები
თამბაქოს მავნებლობაზე,სადაც აშკარად ჩანს,რა ზიანი მოაქვს თამბაქოს მოხმარებას.
შემდეგ მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები თამბაქოს ანტირეკლამით
და დაარიგეს სოფელში.
საინტერესო
იყო აქტივობა: ,,ეს უკეთესია“, სადაც მოსწავლეებმა ,,ჩუპაჩუპსის“ კანფეტები დაურიგეს
მწეველებს სიტყვებით: ,,თამბაქოს ეს სჯობია“. ხალისიანად და საინტერესოდ ჩაიარა ამ
აქტივობამ. თუნდაც მათგან ერთ ღერ სიგარეტზე უარის თქმა, პროექტის მიზანს გვაახლოვებდა.
შემდეგ დავამზადეთ ერთი სიგარეტი სიმბოლურად და ფრანით
გავუშვით, მესიჯი კი იყო: ,,ასე ვუშვებთ მავნე
ჩვევას“.
პროექტის დასრულების შემდეგ,სოფელში გამოიკითხა რამდენიმე
ადამიანი, დაახლოებით 50-60 კაცი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბევრი მათგანი თავს ვერ
ანებებს თამბაქოს მოხმარებას, ჩვენი სკოლის მოსწავლეები კი არ არიან მწეველები,მაგრამ
მათ მეგობრებამდე,ანუ იმ მოზარდებამდე, რომლებმაც დიდი ხანი არაა რაც თამბაქოს მოხმარება
დაიწყეს,მიიტანეს ეს ამბავი და მათაც სურვილი გამოთქვეს, დაფიქრებულიყვნენ თამბაქოს
მავნებლობაზე.
მუშაობა პროექტზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და ჩემი
მოსწავლეებისთვისაც. მათ გამოუმუშავდათ დამოუკიდებლად მუშაობისა და ანალიზის უნარი.
გუნდური მუშაობის,საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და დაცვის უნარი. ინფორმაციის მოძიებისა
და დახარისხების უნარი.
აღნიშნული პროექტით ჩვენ გვინდოდა მოსახლეობისადმი მიგვეწოდებინა
ინფორმაცია,რაოდენ მავნებელია თამბაქო ,ვინაიდან ყოველწლიურად იზრდება თამბაქოს მოხმარების
შედეგად დაღუპულთა რიცხვი,რაც კატასტროფაა. ჩვენი პროექტის გავლენით კი,თუ ერთი ადამიანი
მაინც შეწყვეტს თამბაქოს მოხმარებას,ეს უკვე ჩვენი გამარჯვებაა.
პროექტის განსახორციელებლად დაბრკოლება არ შეგვქმნია.
მოსწავლეებმა ბოლოს ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. შევაფასეთ პროექტი წინასწარ
გაწერილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, მოსწავლეებმაც შეავსეს თვითშეფასების კითხვარები.
ვთვლით,პროექტმა მიზანს მიაღწია.
ერვანდ ვარდერესიან
პროექტის შეფასების
კრიტერიუმები
N
|
კრიტერიუმი
|
1
|
2
|
3
|
1
|
პრობლემის განსაზღვრა
|
|||
2
|
ინფორმაციის მოძიება
|
|||
3
|
თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენება
|
|||
4
|
საქმიანობის ორგანიზება
|
|||
5
|
შემოქმედებითობა
|
|||
6
|
საქმიანობის ანალიზი
|
|||
7
|
პრობლემის გადაჭრა
|
|||
პროექტის
თვითშეფასების კითხვარი
N
|
კრიტერიუმი
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
შენიშვნა
|
1
|
პრობლემა რამდენად
აქტუალურია და დასაბუთებული
|
||||
2
|
მიზანი რამდენად
კონკრეტული,მიღწევადი,ნათელი და გაზომვადია
|
||||
3
|
რამდენად შეესაბამება
თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს
|
||||
4
|
განხორციელების
გზები რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას
|
||||
5
|
რამდენად რეალურია
აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
||||
6
|
რამდენად ლოგიკურადაა
აგებული პროექტის თანმიმდევრობა
|
Комментариев нет:
Отправить комментарий